პრემიერს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ჰყავს

07.05.21 12:13
პრემიერს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი, წარადგინა.

ღარიბაშვილის თქმით, ვაზილ ჰუდაკი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით იმუშავებს.

ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება.  ბატონი ვაზილი, რომელიც საქართველოს  მოქალაქე და დიდი მეგობარია,  წარმატებული კარიერის დროს მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად", - განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე. 

 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების შესახებ თქვა, რომ საქართველოს მიმართულებებია, გახდეს უფრო ,,ციფრული, უფრო თანამედროვე და მწვანე". 

მიმაჩნია, რომ ამით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც.

ამ პროცესში, ყველა ამ გამოწვევასთან ბრძოლის საქმეში, ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი, სხვადასხვა გამოწვევა და სხვადასხვა საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არაა საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც იყოს ჩართული ამ პროცესში"- თქვა ვაზილ ჰუდაკმა.

მსგავსი სიახლეები