ევროპარლამენტი იზიარებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქია შეუთავსებელია ქვეყნის ევროპულ მომავალთან - სამადაშვილი

16.02.23 14:01
ევროპარლამენტი იზიარებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქია შეუთავსებელია ქვეყნის ევროპულ მომავალთან - სამადაშვილი

"ლ;ელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი იზიარებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს გუშნ მიღებული რეზოლუციით კარგად გამოჩნდა.

სამადაშვილის თქმით, ახლა არჩევანი ხალხზეა, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი ივანიშვილის ოლიგარქიასა და ევროპულ მომავალს შორის.

"ევროპარლამენტში უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ამ რეზოლუციის აჩვენებს სწორედ იმას, რომ დიახ, ევროპის სრული პოლიტიკური ესთაბლიშმენტი იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ოლიგარქიული მმართველობა ბიძინა ივანიშვილის არის შეუთავსებელი ამ ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. ან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია ან ევროპული მომავალი", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. 

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   

 

მსგავსი სიახლეები