კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო - რა შუამდგომლობას აყენებს დაცვის მხარე

16.02.23 13:16
კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო - რა შუამდგომლობას აყენებს დაცვის მხარე

სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

დაცვის მხარე ითხოვს, ყველა იმ მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევა მოხდეს, რომელიც წარმოდგენილია საქმეზე. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ითხოვენ,  ერთი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი დადებითად გადაწყდეს.

ეს არის მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია არგუმენტებთან ამ საქმეზე პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების. ამავდროულად დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შევეცდებით, დეტალურად ავუხსნათ სასამართლოს, რატომ არ შეიძლება მხოლოდ უარგუმენტო მოცემულობას დაეფუძნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა თანხის ანაზღაურება და რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სასამართლო შევიდეს დეტალურ მსჯელობაში - ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს ტავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების ფაქტს. საქმეში არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სერიოზული მსჯელობის შესაძლებლობას მოგვცემდა კალკულაციასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის დანაკლისი უწყებაში წვრთნებისგან მიღებული სარგებლის შესახებ"- თქვა იურისტმა. 

ექს-მინისტრს თავდაცვის სამინისტრო უჩივის და დავით კეზერაშვილისგან ზარალის ანაზღაურებას  5 მილიონ ევროს ითხოვს. თუ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, არ არის გამორიცხული, დაყადაღდეს "ფორმულას" ანგარიშები, რადგან სწორედ "ფორმულაა" ერთდერთი ბიზნესი, რომელსაც  საქართველოში დავით კეზერაშვილი ფლობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება 2022 წლის 29 მარტს  დააკისრა.

შოთაძის უწყება დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისებაედავება.

მსგავსი სიახლეები