შეხვედრა კასიანოვთან - რა ინფორმაცია გამოიტანა ოპოზიციურმა ტრიომ საელჩოდან

16.02.23 14:27
შეხვედრა კასიანოვთან - რა ინფორმაცია გამოიტანა ოპოზიციურმა ტრიომ საელჩოდან

24 თებერვალს დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა ტრიომ უკრიანის საელჩოში შეხვედრა გამართა. 

ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეული საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ. საუბრის ერთ-ერთი თემა ომის წლისთავზე დაგეგმილი აქცია იყო. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აინტერესებდათ, რა ფორმით შეუძლიათ დახმარება ომში მყოფი ქვეყნისთვის. 

24 თებერვალი მთელს მსოფლიოში არის უკრაინის სოლიდარობის დღე და ჩვენ გვინდა, რომ ეს სოლიდარობა ყველამ ერთად გამოვხატოთ საქაქრთველოშ. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება იოტისოდენა მხარდაჭერასაც კი არ გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენი, ქართველი ხალხის ვალდებულებაა, ვაჩვენოთ, სად დგას ქართველი ხალხი. ორი ქართველია ოკუპანტების ტყვეობაშია, იმ დროიდან არიან ტყვეობაში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი გათავისუფლება, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ცოცხლები არიან. საელჩოსტან გვქონდა კომუნიკაცია და გვინდა, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ პრიორიტეტულ გაცვლით სიაში მოხვდნენ ჩვენი ბიჭები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსთაველსი გამზირზე უკრაინა-რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები