კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, პრაისს დავურეკო, კანონის ინიცირებას ვაპირებ და თანახმა ხარ თუ არა? - ყაველაშვილი

16.02.23 14:54
კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, პრაისს დავურეკო, კანონის ინიცირებას ვაპირებ და თანახმა ხარ თუ არა? - ყაველაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი,  მიხეილ ყაველაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას პასუხობს. 

საუბარია  ნედ პრაისის კომენტარზე სადაც მან  "უცხო აგენტების" კანონპროექტს შემაშფოთებელი უწოდა. 

 ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. მე დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვერ ვიგებ მე ასეთ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორი არის ჩემი ქვეყნის, ასეთი დიდაქტიკური და მოწოდება პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია იზღუდება და ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი.

უნდა მივეჩვიოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად პატივისცემისა, თავიდანვე აღვნიშნე, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს. მე ნედ პრაისს დავურეკო, რომ ახლა კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო ნედ პრაისს?"- თქვა დეპუტატმა. 

მსგავსი სიახლეები