„ხალხის ძალის“ კანონპროექტი ამერიკულის ანალოგი ნამდვილად არ არის, ბევრად დარბილებულია - კობახიძეს აშშ-ს კანონი არ მოსწონს

16.02.23 15:03
„ხალხის ძალის“ კანონპროექტი ამერიკულის ანალოგი ნამდვილად არ არის, ბევრად დარბილებულია - კობახიძეს აშშ-ს კანონი არ მოსწონს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, და ის ბევრად უფრო დარბილებულია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, "ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა".

ნედ პრაისის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას კობახიძემ თქვა, რომ მას "რუსული კანონი არ წამიკითხავს". 

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", -თქვა მან. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ, არამედ, რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას.

მსგავსი სიახლეები