მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოწამლეს? - გერმანული პრესა მესამე პრეზიდენტზე წერს

16.02.23 15:22
მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოწამლეს? - გერმანული პრესა მესამე პრეზიდენტზე წერს

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში - ამის შესახებ სტატიას გავლენიანი გერმანული გამოცემა, "ფრანკფუტენ ალგენმაიერი" აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ძლევამოსილი ფიგურა იყო. 

რაინჰარდ ვეზერი წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თითქმის ორი მეტრის სიმაღლის იყო,  მაგრამ ახლახანს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის.

პოლიტიკოს რედაქტორი პაციმარი პრეზიდენტის ოჯახის წევრებსაც ესაუბრა რომელთა თქმითაც სააკაშვილს აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.

"სააკაშვილი ოდესღაც 120 კილოგრამს იწონიდა, ახლა 70 კილოზე ნაკლებია"- წერია სტატიაში. 

მაღალტირაჟიანი გერმანული გამოცემა წერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე და იმ ექიმების დასკვნებზეც რომელბმაც სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალი აღმოაჩინეს.

მსგავსი სიახლეები