გამორიცხულია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს - კობახიძე

16.02.23 15:29
გამორიცხულია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გათავისუფლდეს.

"გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს. ევროპარლამენტარებმა ყველაფერი ჩვენზე უკეთესად იციან. არაფერ შუაშია დარწმუნება არდარწმუნება. ეს არის პოლიტიკური ინტერესი, საქართველო იყოს გახვეული შარში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი და ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე", - ამბობს კობახიძე.

შეახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდეს. 

მსგავსი სიახლეები