ვემზადებით 24 თებერვლისთვის - ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეული უკრიანელ აქტივისტებს ხვდებიან
ოპოზიციური ტრიო შეხვედრებს განაგრძობს. უკრაინის საელჩოში გამართული ვიზიტის შემდეგ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეული ახლა უკრიანელ აქტივისტებს ხვდებიან.
დაანონსებულ აქციამდე რვა დღით ადრე ოპპოზიციონერ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს პირადად მოისმინონ უკრიანიდან საქართველოში ჩამოსული ხალხის პრობლემები. სოლიდარობის აქციის მოსამაზადებელი პერიოდი დასკვნით ეტაპზე გადადის.
ვემზადებით 24 თებერვლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა უკრაინელებისთვის, ჩვენთვის, მთლიანად ცივილიზირებული სამყაროსთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფს შევხდეთ. დღეს ვხვდებით უკრაინელ აქტივისტებს, ასევე ელჩთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მაქსიმალური კონსოლიდაციის დღე, სადაც უკრაინელები და ქართველები ერთად გამოვხატავთ ჩვენს მკაფიო პოზიციას, რომ იმპერია დამარცხდება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ყველა ერთად", - ამბობს ელენე ხოშტარია.