უამინდობა საქართველოში - ქუთაისი-საჩხერის რეისი შეჩერებულია

16.02.23 16:30
უამინდობა საქართველოში -  ქუთაისი-საჩხერის რეისი შეჩერებულია

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდთოვლობამ  ბეღლევი-ჭიათურის გადასარბენზე დააზიანა საკონტაქტო ქსელი.

მათი თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებამდე, შეჩერებულია ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის რეისი.

საქართველოს რკინიგზა მოძრაობის განახლებისთანავე გაავრცელებს ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები