"ჩვენ დავარბილეთ" - კობახიძე "ხალხის ძალის" სკანდალურ კანონპროექტზე
წამოცდენა თუ მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება? - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ხალხის ძალის" კანონპროექტზე საუბრისას თქვა: "ჩვენ დავარბილეთ".
ეს მაშინ, როცა მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ოთხეულთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ე.წ. გამიჯნულები ანტიდასავლურ განცხადებებს მათგან დამოუკიდებლად აჟღერებენ.
რამდენიმე წუთში ირაკლი კობახიძემ განცხადება შეცვალა და აღნიშნა, რომ ოთხეულის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.
საშიში კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ, არამედ, რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას.