რა გინდა შე დედამო.... - წულუკიანის ქმრის პასუხი ჟურნალისტს

16.02.23 17:08
რა გინდა შე დედამო.... - წულუკიანის ქმრის პასუხი ჟურნალისტს

 წულუკიანის ქმარმა "ტვ პირველის" კორესპოდენტს აგინა - ნუგზარ კაკულიას გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია - როგორ აფასებდა ის ფაქტს, რომ „ფეისბუკზე" თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე მოქალაქე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. 

"რა გინდა შე დედამო...., რატო მირეკავ"- უთხრა ჟურნალისტს კაკულიამ. 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი შეურაცმყოფელი ლექსიკით ხშირად გამოირჩევა - რამდენიმე თვის წინ,  ნუგზარ კაკულიამ ფეისბუქზე ოპოზიციას პარლამენტის წინ გამართული აქციის გამო აგინა. გინების ადრესატი იყო ასევე უკრაინის პრეზიდენტი და ომში მყოფი ქვეყნის ელჩი. 

რაც შეეხება კონკრეტულ სასამართლო პროცესს, ქეთა გაბიანს,  რომელმაც თეა წულუკიანის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე უხამსი შინაარსის პოსტი დაწერა, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. საუბარია, გაბიანის ფეისბუქ პოსტზე, სადაც ის მინისტრს ლიკვიდაციით დაემუქრა. 

გაბიანის „ფეისბუკის" გვერდზე ეს პოსტი ამჟამად არ იძებნება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები