საქართველო რუსეთისთვის ფულის სამრეცხაო ხდება - ეკონომისტები

16.02.23 17:17
საქართველო რუსეთისთვის ფულის სამრეცხაო ხდება - ეკონომისტები

საქარველო რუსეთისთვის ფულის სამრეცხაო გახდა. ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა იანვრიდან ინავრამდე ეკონომისტებს არწმუნებს, რომ ეს ფული ქართულ ეკონომიკას კარგს ვერაფერს მოუტანს, რადგან ფინანსური მაქინაციების შემდეგ ისევ უკან, რუსეთში დაბრუნდება.

"რუსეთის მოქალაქეებისთვის ძალიან კომფორტულია საქართველოში ცხოვრება რამოდენიმე ფაქტორით - პირველი ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი და მარტივი ინტერნეტი, მეორე, მათი ეკონომიკური კალკულაციით იაფი უძრავი ქონება და მესამე, მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უკვე საფინანსო ურთიერთობები ევროკავშირთან. საქარველო ხდება ერთგვარი ფულის სამრეცხაო რუსეთისთვის. მაგალითად, ეს თანხა საქართველოში არ შემოდის საქართველოში ეკონომიკური აქტორებისთვის, ეს თანხა შემოდის რუსი მოქალაქეების მხრიდან სანქციაზე თავის არიდების კუთხით. ამ ფულის ტრანსფესრის შემდგომ ხდება ევროკავშირში, თუნდაც აზიაში კრიპტოვალუტის გამოყენებით და უკან დაბრუნება რუსეთში. შესაბამისად, ეს ფინანსური აქტივობები ქართულ ეკონომიკურ რეალობაზე არ აისახება პოზიტიურად", - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე. 

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები ათასი პროცენტით გაიზარდა. 

268 მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ თვეში და რუსეთის ასი ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო ანგრაში ქართულ ბანკებში - ასეთია საგანგაშო სტატისტიკა.

მსგავსი სიახლეები