ადვოკატს წულუკიანის ქმრის გინება ვერ წარნმუდგენია - რას ამბობს არქივი

16.02.23 17:10
ადვოკატს წულუკიანის ქმრის გინება ვერ წარნმუდგენია - რას ამბობს არქივი

კულტურის მინისტრის უფლებადამცველს ვერ წარმოუდგენია, რომ თეა წულუკიანის ქმარი ბილწსიტყვაობს და იგინება. მალხაზ სალაყაიამ "პირველებს" უთხრა, რომ "ბატონი ნუგზარისგან" გინება პირველად ესმის. 

ბატონი ნუგზარისგან გინება არც კი გამიგონია"- ათნიშნა ადვოკატმა. 

რაც შეეხება „ფეისბუკზე" წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეს, სალაყაია ამტკიცებს, რომ ქეთა გაბიანის მიერ მინისტრის ლიკვიდაციის მუქარა რეალური იყო. 

"ბრალდებული ეძებდა მსხვერპლს" - აღნიშნა მან. მალხაზ სალაყაია ირწმუნება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი იყო და თეა წულუკიანის გავლენებს ადგილი არ ჰქონია. 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი შეურაცმყოფელი ლექსიკით ხშირად გამოირჩევა - მან დღეს ჟურნალისტს დედა აგინა. 

 რამდენიმე თვის წინ, კი ნუგზარ კაკულიამ ფეისბუქზე ოპოზიციას პარლამენტის წინ გამართული აქციის გამო აგინა. გინების ადრესატი იყო ასევე უკრაინის პრეზიდენტი და ომში მყოფი ქვეყნის ელჩი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები