"ხალხის ძალის" კანონპროექტი საფრთხის შემცველია - გიორგი ბურჯანაძე
საფრთხის შემცველს უწოდებს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი "ხალხის ძალის" კანონპროექტს.
გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხს დაარღვევს.
და რაც ყველაზე მთავარია, ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა.
ეს წარმოადგენს იმ კანონპროექტთა რიგს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს და თავისუფლად მუშაობდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია-საშუალება. ვითომ გამჭვირვალობის ეგიდით მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეშლა, რაც სრულიად დაუშვებელია და ამ ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხს დაარღვევს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი უნდა გაესვას, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების თავისუფლებასთან, ძირითად უფლებებთან, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპზევე, რომ ის არის სრულიად არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი", - ამბობს ბურჯანაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ, არამედ, რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას.