20 ივნისის ისტორიის გადაწერას არ ვაპირებთ - ოპოზიციის პასუხი აქტივისტებს

07.05.21 13:55
20 ივნისის ისტორიის გადაწერას არ ვაპირებთ - ოპოზიციის პასუხი აქტივისტებს

20 ივნისის დაზარალებულები მოძალადე პოლიციელებისა და აქციის დაშავებული მონაწილეების გათანაბრებას აპროტესტებენ. ისინი ამნისტიის კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერი ოპოზიცია და ხელისუფლება კი მათთან კომუნიკაციასა და კონსესუსს უჭერს მხარს.

სალომე სამადაშვილი, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, გეგმავს, 20 ივნისის დაზარალებულებს შეხვდეს და დოკუმენტის არსი აუხსნას.

 უნდა შევხვდეთ ყველა ორგანიზაციას, რომელიც მათ ინტერესებს იცავს და წარმოადგენს. დაზარალებულებს, თუ მათის სურვილი იქნება, მზად ვართ, ვესაუბროთ. მათი უფლებაა, დაეთანხმონ, მოიწონონ, ან არა და ჩვენი უფლებაა, ავუხსნათ,  რა არის არსი ან კანონპროექტის - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.

20 ივნისის ისტორიის გადაწერას არ ვაპირებთ- ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე. 

არავინ აპირებს ისტორიის გადაწერას და 20 ივნისის ჯალათების შეწყალებას. ჩვენი დოკუმენტი არ გამორიცხავს ჯალათების პასუხიმგებლობას, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. მზად ვართ, შევხვდეთ დაზარალებულებს და ვითარება ავუხსნათ. დარწმუნებული ვარ, როცა ინფორმაციას მიიღებენ, კითხვის ნიშანი მოიხსნება - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ,,20 ივნისის " დაზარალებულების მოთხოვნებს გაითვალისწინებს, მაშინ შარლ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმა მოუწევს.

პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის პოზიციას, მაგრამ თუ მათ მოთხოვნას გავითვალისწინებთ, მაშინ 19 აპრილის შეთანხმებაზე უარის თქმა მოგვიწევს, ამ დილემის შემთხვევაში რას უნდა მივანიჭოთ  უპირატესობა? შევასრულოთ შეთანხმება, თუ გადავხედოთ მის პუნქტებს? - აცახადებს ,,ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე.

,,გავრილოვის ღამის" დაზარალებულები კი ხელისუფლებასა და დოკუმენტზე ხელისმომწერ ოპოზიციას ერთნაირად აკრიტიკებენ.

 

 

 

 

 

 

 

11 დაზარალებულის პოზიციაა აკრიტიკებენ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, 

 

მსგავსი სიახლეები