რეალური მუქარა თუ გამოხატვის თავისუფლები შეზღუდვა - კითხვებს წულუკიანის ოჯახი გინებით პასუხობს

16.02.23 20:09
რეალური მუქარა თუ გამოხატვის თავისუფლები შეზღუდვა - კითხვებს წულუკიანის ოჯახი გინებით პასუხობს

სასჯელი წულუკიანის ლანძღვისთვის - სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის მიმართ უხამსი სიტყვები გამოიყენა, სისხლის სამართლის დამნაშავედ  გამოაცხადეს. მინისტრმა ჩათვალა, რომ  მოქალაქის მიერ დაწერილი კომენტარი "ფეისბუქზე" მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარა იყო და ამიტომ ახალგაზრდა ქალის სამაგალითო დასჯა გადაწყვიტა.

სასამართლომაც მისი სურვილი სისრულეში მოიყვანა - გახარებული წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს   მნიშვნელოვანი  პრეცედენტია.  

მოსამართლის ვერდიქტი საშიშ სიგნალად აღიქვეს იურისტებმა. "ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომლის  გაიგივება კრიმინალთან  დაუშვებელია" - ამბობენ უფლებადამცველები.  

რომ არა მინისტრი წულუკიანი, აღიძრებოდა თუ არა საქმე, რადგან არქივი ასეთ უამრავ შემთხვევას ინახავს. 

მაგალითად, "პირველების" რეპორტიორს ცოტა ხნის წინ, რუსეთის მოქალაქე პირდაპირ ეთერში ემუქრებოდა, მაგრამ თავდამსხმელის წინააღმდეგ არავის რეაგირება არ მოუხდენია.

სხვათა შორის, როცა წულუკიანი  უხამსი სიტყვებისთვის სასამართლოში ჩიოდა, ამ დროს   მისი ქმარი ჟურნალისტებს აგინებდა.

 

მსგავსი სიახლეები