ივანიშვილის გუნდი სააკაშვილის გათავისუფლებას არ თანხმდება - როგორი იქნება მწვავე რეზოლუციის ფასი

16.02.23 20:13
ივანიშვილის გუნდი სააკაშვილის გათავისუფლებას არ თანხმდება -  როგორი იქნება მწვავე რეზოლუციის ფასი

ევროპარლამენტის უმწვავესს რეზოლუციას "ქართული ოცნებისთვის" ისევ ჩალის ფასი აქვს. "მისი აბსურდულობის ხარისხი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც  შეშურდებოდა" -ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"ოცნების" შტურმის  შემდეგ  კი ტონი დასავლეთიდან  კიდევ უფრო გამკაცრდა. ევროპარლამენტმა რეზოლუციის შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა, დამატებით განცხადებაც გაევრცელებინა, სადაც კიდევ უფრო მკაფიოდ  და გასაგებად ჩაწერეს, რომ სააკაშვილის საკითხი განსაზღვრავს საქართველოს  ევროპულ პერსპექტივას. 

ევროპარლამენტის რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არიან "ოცნების" პარტნიორი პოლიტიკური პარტიების წევრებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილი  საზღვარგარეთ აუცილებლად უნდა გადაიყვანონ.

 

 

მსგავსი სიახლეები