1100%-ით გაზრდილი გზავნილები რუსეთიდან - ხილული საფრთხე საქართველოსთვის

16.02.23 20:28
1100%-ით გაზრდილი  გზავნილები რუსეთიდან - ხილული საფრთხე საქართველოსთვის

უპრეცედენტო გზავნილები რუსეთიდან, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდეს. ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად რუსულ ფულზე ხდება დამოკიდებული. ირკვევა, რომ ის რა ციფრებითაც  ამაყობს მთავრობა, ძირითადად რუსეთიდან შემოსული თანხებია. 268 მილიონი მხოლოდ ბოლო ერთ თვეში. ფულადი გზავნილების მოცულობა გაათმაგებულია. ანუ ყოველდღიურად რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე საშუალოდ 10 მილიონი  ირიცხება. 

შემაშფოთებელია თავად საქართველოს ბანკებში გახსნილი ანგარიშების რაოდენობაც.  რუსეთის ასი ათას მოქალაქეზე მეტი ქართული საბანკო სერვისით სარგებლობს.  ეს კი პირდაპირი ინდიკატორია, რომ საქართველოში ჩამოსული რუსები ქართულ ბანკებს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ.

უსაფრთხოების ექსპერტები იმ მძიმე შედეგებზე საუბრობენ, რომელიც რუსული ფულის ექსპანსიას მოყვება. მთავრობა დიდი თანხების შემოდინებით კმაყოფილია, თუმცა არ საუბრობს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებზე, რომელიც რუსულ ფულს მოყვება.

 

მსგავსი სიახლეები