ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო აღარ მყავს დედა, მაგრამ ქვეყნის გამო ვიპოვი ძალას და მივმართავ, შეიწყალოს გვარამია - ბაჩანა შენგელია

17.02.23 00:01
ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო აღარ მყავს დედა, მაგრამ ქვეყნის გამო ვიპოვი ძალას და მივმართავ, შეიწყალოს გვარამია - ბაჩანა შენგელია

"სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო აღარ მყავს დედა ცოცხალი, მაგრამ ქვეყნის გამო ვიპოვი ჩემს თავში ძალას და მივმართავ ამ ადამიანს, შეიწყალოს ნიკა გვარამია"- ემოციური განცხადება ია კრძაიას ვაჟმა, იურისტმა ბაჩანა შენგელიამ  3 მედიის გაერთიანებულ ეთერში გააკეთა. 

 ყველამ იცის, რაც ხდებოდა და იმ ადამიანის პრეზიდენტად გახდომის გამო არ მყავს მე დღეს დედა ცოცხალი, ყველამ იცის ეს და შესაბამისად როგორია ახლა რომ ამ ადამიანთან თუნდაც რაღაცა თხოვნით ან შუამდგომლობით მიმართო და უბრალოდ თვალი გაუსწორო და ხელი ჩამოართვა. მაგრამ,  გადავწყვიტე, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი.

ამ ყველაფერს მე გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, უმძიმეს რაღაცას გადავლახავ, გადავყლაპავ, არ ვიცი უბრალოდ ჩემს თავში ვიპოვი ამ ძალას და გავაკეთებ ამ მიმართვას და ვეტყვი ამ ადამიანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირია იმ ყველაფერს შორის, რაც მოხდა და იმ თანამდებობას შორის, რასაც ის ახლა იკავებს, მე მივმართავ მას  რომ ქვეყნისთვის გადადგას ეს ნაბიჯი და მიიღოს ეს, როგორც მიმართვად, გინდ თხოვნად - გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და დადგეს ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები