არის თუ არა სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი? - BBC-ის ხმაურიანი რეპორტაჟი
არის თუ არა სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი? - გავლენიანი ბრიტანული გამოცემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ რეპორტაჟს აქვეყნებს.
7 წუთიან მასალაში BBC სააკაშვილის წარსულის და მიღწევების შესახებ ყვება, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა. ბრიტანული მედია სვამს კითხვას, როგორ მოხდა ამ პირობებში მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება.
გავლენიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე მედია ასევე, სვამს კითხვას, რა როლს ასრულებს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამჟამინდელ ყოფასა და პატიმრობაში და რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ პუტინის გეოპოლიტიკურ მიზნებში.
მოსკოვის მოდელი არც ისე რთულია. მათ სურთ მათი ყოფილი საბჭოთა მეზობლები დაყოფილები და მათზე დამოკიდებულები იყვნენ. მიშა მრავალი თვალსაზრისით არის ძალიან ძლიერი სიმბოლო ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც გარდაქმნას გაბედავს. მაგალითი მათთვის ვინც განვითარების და მართვის განსხვავებულ გზას აირჩევს და არა გზას, რომელიც მოსკოვს სურს, - ამბობს გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი დენიელ კუნინი.
BBC-თან ინტერვიუში "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საქართველოს წინაშე მიხეილ სააკაშვილის დამსახურებებზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსეთს ღიად ემხრობა.
სააკაშვილი ნამდვილად არ იყო ანგელოზი, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები ადამიანის უფლებებთან და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებთან დაკავშირებით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ მის მიღწევებს კორუფციულ რეფორმებში და ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. შეხედეთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს , არა განცხადებას, არამედ ნაბიჯებს. დაინახავთ, რომ ისინი უკრაინას არ უჭერენ მხარს, არ ცდილობენ რუსეთისგან დისტანცირებას და, როგორც ჩანს, ცდილობენ ქართველებს ტვინი გამოურეცხონ და დააჯერონ რომ ის ჩვენი მეგობარი არ არის, - ამბობს გიგაური.
ენმ-ს წევრი აკო მინაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილი პუტინის ნპმერ პირველი მტერია და გასაკვირი არ არის, რომ ნავალნის მსგავსად , ისიც მოეწამლათ.
მიხელ სააკაშვილი იყო პუტინის წინააღმდეგ ყველაზე აქტიური მებრძოლი. სწორედ პუუტინიან ის, ვინც მას ემუქრებოდა და თანაც არაერთხელ. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მიშას მოწამვლა სცადონ, იგივე ხომ ნავალნის შემთხვევაშიც გააკეთეს, - ამბობს მინაშვილი.