ის, რაც საქართველოში სააკაშვილთან მიმართებაში ხდება, სირცხვილია - ვიოლა ფონ კრამონი

17.02.23 11:11
ის, რაც საქართველოში სააკაშვილთან მიმართებაში ხდება, სირცხვილია - ვიოლა ფონ კრამონი

კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ ევროპარლამენეტარების დელეგაციაა თბილისში ჩამოდის.  თბილისში დაგეგმილი ვიზიტის ამბავი "პირველებს" ვიოლა ფონ კრამონმა დაუდასტურა.

ევროპელი პოლიტიკოსი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქართველოში ხდება, სირცხვილია. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან პირდაპირ კავშირშია. 

თუ გინდათ იყოთ კანდიდატი ან ევროკავშირის წევრი, თქვენ უნდა იცავდეთ ევროპულ ღირებულებებს. წარმოგიდგენიათ რომ ევროპის კანდიდატი გახდეს ქვეყანა, რომელიც ყოფილ რპეზიდენტს ეპყრობა ისე, როგორც საქართელო აკეთებს ამას? მნიშვნელობა არ აქვს, ეს მკაფიოდ არის თუ არა ჩაწერილი 12 პრიორიტეტს შორის. პირიქით, ეს დაკავშირეულია ყველაფერ ამასთან, ამიტომ, დიახ, ჩვენ თუ ვხედავთ, რომ არ არსებობს კომპრომისის პოლიტიკური სურვილი ჰუმანიტარული საკითხის გამო, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაღელვებს. საქართველო წინ იყო ბევრი მიმართულებით: ანტიკორუფციული რეფორმები, კარგი მტავრობა და ბევრი რამ ჰქონდა ქვეყანას, რომ წინ, თუმცა ახლა რაც ხდება, სირცხვილია. ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ  ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ჩვენ, უბრალოდ, სიტყვები არ გვაქვს. ბრიუსელში, პოლონეთში, პარიზში, ვერავინ იგებს, რა ხდება. ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა, შეიძლებოდა კლინიკის მოძებნა, მასპინძელი ქვეყნის პოვნა და ეს არ არის საშიში, რადგან ეს არ არის პოლიტიკური თამაშები, ეს საკიტხი ჰუმანიტარული გადაწყვეტაა, - განაცხადა კრამონმა. 

 

მსგავსი სიახლეები