პოლიტიკური კონსულტაციები ციხეში - ნიკა მელიასთან გიორგი ბოტკოველი და ბაჩუქი ქარდავა მივიდნენ

07.05.21 13:19
პოლიტიკური კონსულტაციები ციხეში - ნიკა მელიასთან  გიორგი ბოტკოველი და ბაჩუქი ქარდავა მივიდნენ

პოლიტიკური კონსულტაციები ციხეში გრძელდება. ნიკა მელიასთან შესახვედრად ამჯერად მისივე თანაგუნდელი გიორგი ბოტკოველი და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ბაჩუქი ქარდავა მივიდნენ. 

გიორგი ბოტკოველის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან საუბარს ყველა არსებულ საკითხთან დაკავშირებით აპირებს, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებზეც. 

დღევანდელი ჩემი შეხვედრა ეხება ყველაფერს, ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ქვეყანაში შქემნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ისე ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმებზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე, „თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც, თუმცა ჩვენ მინდა აღვიშნო, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ გვქონია და არც ვთვლიდით საჭიროდ სანამ ზოგჰიერთი პოლიტიკური ძალები არ წამოჭრიდნენ ამ საკიტხს, რომ ჩვენ ნიკა მელიას გამოსვლამდე რამენაირად გვესაუბრა რამე არჩევნებზე. მტავარი არის დრეს ნიკა მელია იყოს გარეთ, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

უკვე მესამე დღეა პარლამენტის თავმდჯომარის დაშვებული სპეციალური საშვით ოპოზიცია ნიკა მელიას ხვდება. 
 

მსგავსი სიახლეები