"რუსული კანონია" - პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

17.02.23 11:58
 "რუსული კანონია" - პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ხალხის ძალის" ახალი კანონპროექტი ერთი ერთში რუსული კანონია. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება პუტინის ქმედებებს და სიტყვებს პირდაპირ აკოპირებს. 

"ქართული ოცნება" როცა ამ კანონს იღებს, ორი მიზანი აქვს: ერთი, რაც შეიძლება დაგვაშოროს ევროპულ პერსპექტივას, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი ამ ანტიდემოკრატიული კანონის მიღებით და მეორე, დაამციროს ყველა ის ადამიანი, ვინც დასავლეთთან რაიმე შემხებლობაშია. ეს არის რუსული კანონი  დაშეგიძლიათ ამოიღოთ 2012 წლის  პუტინის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ "ჩვენი კანონი ამერიკულზე უფრო რბილია". ზუსტად ერთი ერთში გაიმეორა გუშინ კობახიძემ თქვენთან საუბრის დროს, რომ "ჩვენი კანონი უფრო რბილია" ანუ კოპირება ხდება იმის, რასაც რუსეტში აკეთებს პუტინი, - ამბობს მანჯგალაძე. 

"ხალხის ძალის" მიერ  მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ივანიშვილის დაჯგუფება  არამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ითხოვს. ყველა ენჯეო ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ე.წ აგენტების რეესტრში და ამ ფორმით მათი დაფინანსების წყაროების  კონტროლი  მოხდეს.  

მსგავსი სიახლეები