მუქარა ციხით - "ხალხის ძალა" კანონპროექტის გამკაცრებას აანონსებს

17.02.23 12:16
მუქარა ციხით - "ხალხის ძალა" კანონპროექტის გამკაცრებას აანონსებს

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ "ხალხის ძალის " ახალი ინიციატივა გააკრიტიკა, გურამ მაჭარაშვილი კანონპროექტის გამკაცრებას აანონსებს.

ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ირწმუნეა, რომ კანონპროექტი, რომელიც მათ მედიასთან და ენჯეობთან მიმართებაში შეიმუშავეს, აშშ-ს კანონთან შედარებით შერბულებულია. მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ ამერიკულ კანონს ერთიერთში გადმოაკოპირებენ და გაამკაცრებენ.

ამერიკაში უფრო მეტად დამძმიმებულია და სისხლის სმაართლებრივი პასუხისმგებლობას სთხოვენ ფიზიკურ, იურიდიულ პირს ნებისმიერი სახისა, ვისთანაც შესულა, ვისთანაც, საერთოდ, გამარჯობა უთქვამს, აბსოლუტურად ყველას არეგისტრირებენ. თუ არადა, 5 წლით ციხეში სვამენ და ჩვენთან არის მხოლოდ რეგისტრაცია და თუ არ დაემორჩილა ამას, მხოლოდ ჯარიმა და რადგან ამ შერბილებამ პირიქით რეაქცია გამოიწვია, რომ თურმე შერბილება ყოფილა რუსული კანონპროექტი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ არც ვენეციაში და აღარსად გასაგზავნი რომ არ იყოს, ხომ არ გავაკეთოთ ისე, რომ პირდაპირ ვთარგმნოთ, იმედია, თარგმანში მაინც შევთანხმდებით, ერთიერთი და პირდაპირ გადმოვიტანთ და მერე არარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, - თქვა მაჭარაშვილმა. 

"ხალხის ძალის" მიერ  მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ივანიშვილის დაჯგუფება  არამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ითხოვს. ყველა ენჯეო ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ე.წ აგენტების რეესტრში და ამ ფორმით მათი დაფინანსების წყაროების  კონტროლი  მოხდეს.  

 

მსგავსი სიახლეები