შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დავტოვე - სამადაშვილი

07.05.21 13:35
შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა"  დავტოვე - სამადაშვილი

პოლიტიკური პარტიის ვერდიქტის მოლოდინში - გარიცხავენ თუ არა სალომე სამადაშვილს პარტიიდან, თუ წასვლასთან დაკავშირებით მის ოფიციალურ განცხადებას დაელოდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ არ გადაუწყვიტავთ. პარტიაში ამბობენ, რომ სამადაშვილმა განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა.

სალომე სამადაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა და ახლა ის, რომ ოფიციალურად მოხდება პარტიიდან მისი გარიცხვა, თუ არ მოხდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ მისი პოზიცია შეეწინააღმდეგა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, - ამბობს პარტიის წევრი, გიორგი ბოტკოველი. 

თავად სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ის პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წასულია. მისი თქმით, ოფიციალურად წასვლის შესახებ პარტიას მას შემდეგ მიმართავს, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ოფიციალურად მივმართავ უკვე განცხადებით პარტიას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, იმიტომ, რომ ის არის საპატიმროში. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს მოხდება და მე „ნაციონალური მოძრაობა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დავტოვე, - ამბობს სამადაშვილი.

შარლ მიშელის დოკუემნტზე ხელის მოწერა წყალგამყოფი ფაქტორი აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე სამადაშვილს შორის.
 

მსგავსი სიახლეები