"ოცნებას" სასიკვდილო საფრთხის განცდა აქვს - უსუფაშვილი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

17.02.23 13:18
"ოცნებას" სასიკვდილო საფრთხის განცდა აქვს - უსუფაშვილი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

"ოცნებას" სასიკვდილო საფრთხის განცდა აქვს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტს, რომელიც მიზანად ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს.

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებლების გაუგებარი ჟონგლიორობა მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს. 

ამ ჟონგლიორობით და აი, ამ სრულიად მიუღებელი, არა მარტო დემოკრატიულობის, არამედ საზოგადოებისთვის მიუღებელი მოპყრობით საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი ჟურნალისტების, საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, აგრძელებენ ამ გაუგებარ თამაშებს, რომელიც, პირველ რიგში, ამცირებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შანსებს. ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ შევარბილეთო, ახლა ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, რომ არარ შევარბილებთო და იმას გავაკეთებ, რაც მინდაო. მოიტანონ რაც უნდათ, აი, იმას გავცემთ ჩვენ საკადრის პასუხს. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ხალხმა სჯობს ღიად და პირდაპირ გვითხრან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან? უნდათ აქ დააბრუნონ ტოტალიტარული, რეპრესიული რეჟიმი და რადგან უმრავლესობაში არიან შეუძლიათ ნებისმიერი კანონი მიიღონ? მიიღონ ეს კანონები! ეს კანონი არის გამოხატულება იმისა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს სასიკვდილო საფრთხის განცდა აქვთ, - თქვა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები