"გამოძიება ყველაფერს აკეთებს, რომ კალაძეს პასუხისმგებლობა აარიდოს" - ოპოზიცია მკვლელი შადრევნის საქმეზე

17.02.23 13:08
"გამოძიება ყველაფერს აკეთებს, რომ კალაძეს პასუხისმგებლობა აარიდოს" - ოპოზიცია მკვლელი შადრევნის საქმეზე

მკვლელი შადრევნის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა - საკრებულოს ოპოზიციას აინტერესებს, თუ თვეების განმავლობაში უხარისხოდ მიმდინარეობდა სამუშაოები ვაკის პარკში, სად იყო თბილისის მერი და მერია.

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საგამოძიებო უწყების ხელით ცდილობს, კახა კალაძეს ხელი დააფაროს.

მთავარი კითხვა აქ უნდა ისმებოდეს, სად იყო ამ დროს ქალაქის მერი და ქალაქის მერია, როდესაც ამდენი თვის განმავლობაში ასე უხარისხოდ მიდიოდა სამუშაოები, როცა მერიას ჰყავს ამდენი თანამშრომელი, როცა ჰყავს მუნიციპალური ლაბორატორია, თუ ასე უხარისხოდ იყო შესრულებული და მაინც ზარ-ზეიმით გახსნეს, რატომ არ უნდა დადგეს მერის და მერიის შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობის საკითხი. პროკურატურაც და გამოძიებაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს და მის მაღალჩინოსნებს აარიდოს ეს პასუხისმგებლობა და გადატეხონ მთელი პასუხსიმგებლობა კომპანიის წარმომადგენლებზე და ისევ და ისევ იმ ადამიანებზე, ვინც აქ მონაწილეობა მიიღეს“, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე - საქართელოს პროკურატურის ცნობით, "გრინსერვიზ +"-ის დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს, მისი კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტის" დირექტორსა და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმდათ. 

მსგავსი სიახლეები