გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების თემაზე ტაბუს დადება საგანგაშოა - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარეს არ ესმის, რატომ წარმოადგენს პრობლემას ამერიკული კანონის ქართულ რეალობაში გადმოკოპირება. საუბარია "ხალხის ძალის" ინიციატივაზე, როელიც მიზნად მედიასაშუალებების და ენჯეობის გაკონტროლებას ისახავს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის თემაზე ტაბუს დადება საგანგაშოა და ეს ხელს მხოლოდ დემოკრატიულ პროცესს უშლის.
ამერიკული სისტემით დამუქრება, რატომ უნდა იყოს მუქარა არ ვიცი... ფორმებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დისკუსია, მაგრამ საგანგაშოა, რომ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების თემაზე, დისკუსიაზე ტაბუს დადებას ითხოვენ სხვადასხვა ჯგუფები. ეს საგანგაშოა, იმიტომ, რომ თავად ეს არის დემოკრატიული პროცესისთვის ხელის შემშლელი, - თქვა პაპუაშვილმა
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ამბობს, რომ კანონპროექტს დეტალებში არ იცნობს და ამიტომ არ იცის, დაუჭერს თუ არა მას მხარს.
რაც შეეხება კანონპროექტისთვის მხადაჭერას, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტს დეტალებში არ ვიცნობთ, - თქვა პაპუაშვილმა.
"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ივანიშვილის დაჯგუფება არამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ითხოვს. ყველა ენჯეო ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ე.წ აგენტების რეესტრში და ამ ფორმით მათი დაფინანსების წყაროების კონტროლი მოხდეს.