ექსკლუზივი: ფრენა საიდუმლო სტუმრებით - ივანიშვილმა რუს ოლიგარქებს უმასპინძლა

18.02.23 21:27
ექსკლუზივი: ფრენა საიდუმლო სტუმრებით - ივანიშვილმა რუს ოლიგარქებს უმასპინძლა

საიდუმლო სტუმრები ბიძინა ივანიშვილთან - "ნოდარ მელაძის შაბათმა"  2022 წლის 9 ივლისის შესრულებული გასაიდუმლოებული რეისის სრული მარშრუტი გაშიფრა. 

ერთ დღეში შესრულებული 6 ავიარესი და გადაადგილების ტრაექტორია კი პრაქტიკულად ადასტურებს, გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მოწოდებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი, 9 ივლისს საქართველოში რუსი ოლიგარქების საიდუმლო დელეგაციას მასპინძლობდა.

6 ივლისი, დილის 9 საათი და  45 წუთი  -  რადარი აფიქსირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი 4L- CCC თბილისიდან აფრინდა და გეზი ბათუმისკენ აიღო. 1 საათსა და 10 წუთში, ოლიგარქის VIP HELICOPTER-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება.

ბათუმის აეროპორტში, ბიძინა ივანიშვილის განკარგულებაში არსებული ვერტმფრენი დიდხანს არ დარჩენილა. ზუსტად 1 საათში, აეროპორტიდან, ოლიგარქის საფრენმა აპარატმა გეზი კვარიათისკენ აიღო და რამდენიმე წუთში, მთის წვერზე აშენებულ, სასტუმრო კომპლექს, "ლიც რეზორტის" აეროდრომზე  დაჯდა, როგორც ჩანს ბათუმში ჩამოფრენილი სპეც სტუმრები, ოლიგარქის ვერტმფრენით, კვარიათის მთაზე აშენებულ სასტუმროში გადაიყვანეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ივანიშვილის ვერტმფრენით, კვარიათის მთაზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ბათუმის აეროპორტიდან რუსი ოლიგარქების სანდო პირების დელეგაცია ჩაიყვანეს.

"ფლაი რადარის" მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენით, კვარიათში ჩასული გასაიდუმლოებული სტუმარი, "ლიც რეზორტში" 1 საათისა და 40 წუთის განმავლობაში დარჩა. ეს პერიოდი "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ივანიშვილის საპატიო სტუმარმა, მოსასვენებლად და სასადილოდ გამოიყენა. სასტუმროს პერსონალი  ადასტურებს, რომ მთელი სასტუმრო 7-დან 11- ივლისამდე ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს ჰქონდა აღებული. 

"შაბათის ეთერის" მიერ გაშიფრული მარშრუტით დგინდება ისიც, რომ მას შემდეგ, რაც კვარიათის სასტუმროს აეროდრომზე, ივანიშვილის აეროხომალდი თითქმის 2 საათის განმავლობაში გაჩერდა, ადგილობრივი დროით 13 საათსა 40 წუთზე რადარი აფიქსირებს, რომ ივანიშვილის ვერტმფრენი ჭორვილისკენ გაფრინდა და ოლიგარქის სოფელში, მილიარდერის აეროდრომზე ზუსტად 44 წუთში დაეშვა. საიდუმლო დელეგაციამ ივანიშვილის იმერეთის რეზიდენციაში 2 საათი და ოცი წუთი გაატარა.

ვის მასპინძლობდა 9 ივლისს ოლიგარქი? - სოსო  ტყემალაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში, სპორტული აქტივობების გასაშუქებლად ჩამოსული სტუმრებისთვის, ივანიშვილის ვერტმფრენი მან დაიქირავა. ეს მაშინ, როცა ივანიშვილი ვერტმფრენს არ აქირავებს. ასევე ჩნდება კითხვა - რა უნდოდა ამ ვერტმფრენს  ჭორვილაში?

რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ ჭორვილაში 2 საათისა 20 წუთის გატარების შემდეგ, ვერტმფრენმა გეზი ბათუმისკენ აიღო, თუმცა შავი ზღვის სანაპიროზე, მოულოდნელად უკან გაბრუნდა, ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციას, გიგანტური ხეების პარკს, სასტუმრო "პარაგრაფს" წრე დაარტყა და ბათუმში, მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვა.

ვის უმასპინძლა ქართველმა ოლიფარქმა და იყო თუ არა გასაიდუმლოებულ სტუმრებს შორის ივანიშვცილის მეგობარი ვლადიმერ ევტუშენკოვია.

დასაბუთებული ვარაუდის გარკვევას "შაბათის ეთერი" რუსუ ოლიგარქების ნათლიმამასთან შეეცადა, თუმცა მან გვითხრა, რომ "ქართველმა ჟურნალისტებმა დავღალეთ". 

ოლიგარქის სტუმრები - ყველა დეტალი ნახეთ, მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები