სანქციების შიში?- კალაძემ შვეიცარიულ ბანკში შენახული მილიონები გააქრო
ეშინია თუ არა დედაქალაქის მერს საერთაშორისო სანქციების? - "შაათის ეთერის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა მილიონები გაუყინა, შვეიცარიული ბანკიდან ფული გააქრო კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ქონებრივი დეკლარაციით დგინდება, რომ დაახლოებით 4 ილიონი მას ბანკში აღარ უდევს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ათი თვის წინ, კახა კალაძემ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, უძრავი ქონების კომპანია დააფუძნა და დაახლოებით 4 მილიონის ინვესტიცია სწორედ აღნიშნულ ბიზნესში გადაქაჩა.
იტალიურ ბანკებში დაცულ ფულს რაც შეეხება დედაქალაქის მერმა, მათ ხელი არ ახლო.
რა ბიზნესის მფლობელი გახდა კალაძე პარიზში - გაიგეთ ეკო მაღრაძის ჩართვიდან