გამოიყენებს თუ არა ზურაბიშვილი ვეტოს - პრეზიდენტთან შს მინისტრის ვიზიტი დასრულდა
მორჩილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თავის ტკივილად იქცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შს მინისტრის ვიზიტი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სავარაუდოა, რომ ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ კოდექსზე ვეტოს დადების საკითხი განიხილა, რადგან „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონზე ვეტოს დადების წინააღმდეგია.
სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ უმრავლესობის წევრები მიხეილ სარჯველაძე და მამუკა მიდინარაძეც მივიდნენ. შს მინისტრის მსგავსად მედიასთან კომენტარი არც მათ გაუკეთებიათ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი მხარე გაიმარჯვებს და შეძლებს თუა არ პრეზიდენტი საკუთარი აზრის გატანას.
ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ვეტოს შემთხვევაში კოსნტიტუციის თანახმად, მისი არგუმენტაციაც უნდა იქნას განხილული.
ვეტო თუ იქნება, ბუნებრივია, გვავალდებულებს კონსტიტუცია, რომ განვიხილოთ ვეტოს არგუმენტაცია. შესაბამისად, განხილვის შედეგად როგორი იქნება გადაწყვეტილება, წინასწარი პროგნოზების გაკეთება აუცილებელი არ არის, - განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველ გუნდთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილს შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიციაც შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების თხოვნით მიმართა.
დაადებს თუ არა ვეტოს ადმინისტრაციულ სამართდალდარღვევათა კოდექსშ ცვლილებას, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.