სააკაშვილის დაბრუნების იდეა რევოლუცია და მასობრივი მკვლელობებს ინსცენირება იყო - ღარიბაშვილი მიუნხენში
"მიხეილ საკაშვილი კარგი მსახიობია" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსვეს.
საქართველოს პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ რასაც საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ დადგმულია.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ლობისტებს მილიონები გადაუხადა, "აგრესიული მედია კამპანიისთვის".
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზანი "რევოლუცია და მასობრივი მკვლელობების ინსცენირება" იყო.
პირველ ოქტომბერს, მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება. თუმცა მისი გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა და ციხეში აღმოჩნდა.
ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას. ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს.
თქვენ ახსენეთ კადრები და ფოტოები და მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა. ეს არის ჩემი პასუხი"- თქვა მან.