სააკაშვილი კარგი მსახიობია - ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

18.02.23 20:18
სააკაშვილი კარგი მსახიობია - ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

მიუნხენის უსაფრთხოებს კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე თემატურ დისკუსიაზე, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "სიმულიანტია". 

სააკაშვილი სასჯელს იხდის "კომფორტულ" პირობებში - თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. 

თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, გეტყვით, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, ჩამოიყვანონ საქართველოში, ეს არის ჩემი პასუხი"- თქვა ღარიბაშვილმა. 

პრემიერი ამტკიცებს, რომ "1 მლნ გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში". 

ალბათ თქვენ გინახავთ ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მისი ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად გასულ თვეში გაჟღერდა, რომ 1 მლნ გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, "ფეისბუქზე", სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონზე ზევით"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ "კანონზე მაღლა არავინ დგას": 

სააკაშვილმა მძიმე დანაშაულებები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით დამთავრებული. მისი პრეზიდენტობის დროს, სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა "იმედში"... არავინ არ დგას კანონზე ზევით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ არ უნდა იდგეს კანონის მაღლა" - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები