10 წელია მუხლებზე ვდგავართ და გვატყუებენ, რომ ასე შეიძლება მშვიდობის შენარჩუნება - ზურა ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიუნჰენში პრემიერის მიერ გაკეტებულ განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. ჯაფარიძის თქმით, "ქარული ოცნების" დამსახურებით ქვეყანა უკვე ათი წელია მუხლებზე დგა, რადგან სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით დასუსტებულია.
ამასთან ოპოზიციური ლიდერი ვარაუდობს, რომ საქართველო ევრკავშირის სტატუსის მირებაზე უარს მორიგ ჯერზე მიიღებს.
იყო, ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინო გამოსვლა, თუ ამას შეიძლება გამოსვლა ეწოდოს, იმიტომ, რომ გამოსვლაც არ იყო, კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია. რომ შედარაოთ რა ხდებოდა იქ და ხალხი რაზე ლაპარაკობდა და მერე ღარიბაშვილი რას ლაპარაკობდა, იყო ჩვეულებრივი სირცხვილი. რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს არის ის, რომ ათი წელია და უკვე მეთერთმეტე წელია დაწყებული, ეს ქვეყანა დაასუსტა ყველანაირად, მათ შორის, პირველ რიგში, სამხედრო და უსაფრთხოების თავლსაზრისით. სინამდვილეში, ჩვენ 10 წელია ვდგავართ მუხლებზე და გვატყუებენ, რომ ასე შეიძლება მშვიდობის შენარჩუნება, არადა, სინამდვილეში, თუ ჩვენ ვიქნებით სუსტი, რუსეთი ადრე თუ გვიან გადაგვივლის. ეს არ არის სინამდვილე, ეს არის თვალის ახვევა. ერთხელ უკვე გვითხრეს უარი და ახლა მოვა წლის ბოლო და კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით გვეტყვიან უარს სტატუსზე. მშვიდობა არის იქ, მშვიდობა მარტო და ცალკე და სუსტი არ გვექნება, გამორიცხულია, - ამბობს ჯაფარიძე.
მიუნჰენში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები ისევ ვერ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე ამტკიცებდა, რომ საქართველო უსაფრთხოდაა.
ამასთან, ქვეყნის მეთაურმა მესამე პრეზიდენტს ბრალი სიმალონტობაში დასდო და თქვა, რომ ის კარგი მსახიობია.