კორონავირუსით გარდაცვლილი ახლადნამშობიარები - ექიმის კომენტარი

07.05.21 15:36
კორონავირუსით გარდაცვლილი ახლადნამშობიარები - ექიმის კომენტარი

კორონავირუსის ახალგაზრდა მსხვერპლი - ბოკერიას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი  ალექსი ვაჩაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ 34 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

ირკვევა, რომ ქალი 29-30 კვირის ორსული იყო, როდესაც კლინიკას სუნთქვის უკმარისობით  მიმართა. 

22 აპრილს მას გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა. გააუარესდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა რეანიმაციული გუნდის ჩართვა. საქმეში შემოვიდა დიალიოზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა, პაციენტს ფილტვის ჩანაცვლებითი თერაპია ჩაერთო. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში მივიღეთ ლეტალური შედეგი"- თქვა ვაჩაძემ.

მედიკოსის თქმით, ნაყოფის მდგომარეობაც ურთულესი იყო:

მოხდა სასწრაფო საკეისრო ოპერაციის გაკეთება, რადგან ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო. მოხდა მისი ინტუბაცია, გადავიდა ხელოვნურ სუნთქვაზე მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და აქედან გამომდინარე"- აცხადებს  ალექსი ვაჩაძე.

მსგავსი სიახლეები