პრემიერმა 2 წუთში მოახერხა და უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტებს შეურაცხყოფა მიაყენა - შაშკინი

19.02.23 13:10
პრემიერმა 2 წუთში მოახერხა და უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტებს შეურაცხყოფა მიაყენა - შაშკინი

დედა არ აგინა, მაგრამ პოლონეთის და უკრაინის პრეზდიენტებს შეურაცხყოფა მიაყენა, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი მიუნჰენში ირაკლი ღარიბაშვლის გაკეთებულ განცხადებებს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ამასაც ნიჭი და მოახერხება სჭირდება.   

ოდნავ რომ ეფიქრა, რას ამბობდა, ის მიხვდებოდა, რომ ის ეწინააღმდეგება და შეურაცხყოფას აყენებს ამ სიტყვებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის განცხადებებს, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს. ადამიანმა მოახერხა 2 წუთში, დედა არ შეაგინა, მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენა ყველა ამ პრეზიდენტებს. ამას მოხერხება და დიდი ნიჭი სჭირდება, - თქვა დიმიტრი შაშკინმა. 

მიუნჰენში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები ისევ ვერ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე ამტკიცებდა, რომ საქართველო უსაფრთხოდაა.

ამასთან, ქვეყნის მეთაურმა მესამე პრეზიდენტს ბრალი სიმულანტობაში დასდო და თქვა, რომ ის კარგი მსახიობია. 

 

მსგავსი სიახლეები