"რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე?" - გიული ალასანია პრემიერის ბრალდებებზე

19.02.23 13:25
"რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე?" - გიული ალასანია პრემიერის ბრალდებებზე

რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? - ამ კითხვის პასუხობს გიული ალასანია პრემიერის ბრალდებებს, რომდელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი მსახიობია.

გიული ალასანია ასევე ღარიბაშვილის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სააკაშვილი საქართელოში სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. 

ვუსმინე და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ, რომ ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ეგეთი სმახიობი მსოფლიოში, რომ ჰქონდეს თვეები სიცხე? ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია და ბოლოს, რო  მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო? სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო... უკაცრავად, ვის უნახია მისი სისხლისღვრა? ვარდების რევოლცუაი ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით მოწმე ამისი, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია, - თქვა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები