პოლიტპატიმრები და "ოცნების" საგარეო კურსი - რა საკითხებს განიხილავს ოპოზიცია აშშ-ს სენატორთან
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება, ნიკა გვარამიას პატიმრობა, დეოლიგარქიზაცია, "ოცნების" საგარეო კურსი, ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები და აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელსაც დღეს ოპოზიცია ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე განიხილავს.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ყურადღებას "ხალხის ძალის" კანონპროექტზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს სინამდვილეში ივანიშვილის თამაშია.
ვის სჯერა, რომ ყაველაშვილს მოსდის ასეთი რაღაცეები თავში? ან ის კიდევ, რაგბისტი რომაა...ეს ხომ ზღაპარია. ცხადია, ეს არის ივანიშვილის თამაში. საკმაოდ პრიმიტიული და ზედაპირულია, ყველა ხედავს რა თამაშიც არის. მიზანი არის ის, რომ საქართელომ წლის ბოლოს ვერ მიიღოს სტატუსი. შეიძლება ბევრ სეს არ სჯერა, მაგრამ მე წლებია უკვე ამას ვიძახი, რომ გარდა იმ 12 პუნქტისა, რომელსაც არ ასრულებენ, ესენი პლუს კიდევ ქმნიან დამატებით ახალ-ახალ პრობლემებს, დამატებით კიდევ ახალ 12 პრობლმას, რომ მერე ამათმა თქვან, რომ აი, დასავლეთი როგორი ცუდია.იმიტომ კი არ მოგვცეს სტატუსი, რომ ჩვენ რაღაც არ გავაკეთეთ ან ვერ გავკეთეთე, იმიტომ არ მოგვცეს, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდოდათ, მაგრამ კეთილმა ბიძნამ მში არ ჩაგვრთო, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.