ვაშინგტონი, დუბლინი, პარიზი და სხვა - სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს მსოფლიოს 20 ქალაქი უერთდება
"გადაარჩინე მიშა და გაუშვი სამკურნალოდ"! - რუსი უფლებადამცველის დაანონსებულ აქციებს 20 ქვეყანა უერთდება. მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონში, დუბლლინში და კიევში იკრიბებიან. საპროტესტო გამოსვლები იქნება თბილისსა და ბათუმშიც.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით მოწამლეს და მას რუსეთის დავალებით კლავენ.
ხვალ, ორშაბათს 20 თებერვალს მარკ ფეიგინის და ოლექსეი არესტოვიჩის ინიციატივით მსოფლიოს 20 ქალაქში ტარდება საპროტესტო აქციები ერთადერთი მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ და მისი სიცოცხლის გადარჩენა. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ საქართელო იყოს ევროპის ნაწილი, უნდა, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა ცხოვრობდეს ისე, როგორც მას ეკადრება, უნდა, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ მომავალი, მობრძანდნენ ამ აქციებზე და ერთად მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ, - ამბობს ენმს- წევრი დიმიტრი შაშკინი.