აფხაზეთის მთავრობა ფინანსების 70% ხელფასებში ხარჯავს - "ფლანგვის დეტექტორი"
რას აკეთებს და რაში ხარჯავს ფულს აფხაზეთის მთავრობა? - დოკუმენტები "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა. ირკვევა, რომ ფინანსების 70% ხელფასებში იხარჯება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებს 26 ავტომობილი ემსახურება. ცალკე ხარჯია საწვავზეც.
აფხაზეთის მთავრობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სიძე დავით ფაცაცია ხელძღვანელობს.მან 2020-2022 წლებში 138 ათას ლარზე მეტი ხელფასი აიღო.
"პირველები" უწყების საქმიანობით დაინტერესდა. აფხაზეთიდან იძულებით გაადადგილებული პირი ყვება, რომ აღნიშნული უწყება მხოლოდ ბუტაფერიაა, რომელიც მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდება.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალურად 263,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.