მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა

19.02.23 15:04
მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა

მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა. ინფორმაცია "პირველებისთვის" ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. 

ომბუდსმენის ექიმები "ვივა-მედში" მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ. ეს ის მედიკოსები არიან, რომლებმაც სამედიცინო ექსპერტიზამდე  მიხეილ სააკაშვილს დემენციის და კახექსიის დიაგნოზები დაუსვეს.

რას იტყვიან ექსპერტები ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ისინი კლინიკას დატოვებენ. 

მსგავსი სიახლეები