"მოპუტინისტო კომენტატორი" - ბოკერია პრემიერზე

19.02.23 15:25
"მოპუტინისტო კომენტატორი" - ბოკერია პრემიერზე

"მოპუტინისტო კომენტატორი"- ასე აფასებს გიგა ბოკერია მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. "ევროპული საქართველოს" ლიდერი პრემიერს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნა ქვეყნის ინტერესებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. 

ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისადმი, მსოფლიოსადმი. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი, რატომ არის საქართელო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, არ გაგვიგია. მოვისმინეთ გზავნილები მოპიტინისტო კომენტატორის. სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი ტრიბუნის არგამოყენებას შენი ქვეყნის ინტერესებისთვის, - ამბობს ბოკერია. 

მიუნჰენში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები ისევ ვერ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე ამტკიცებდა, რომ საქართველო უსაფრთხოდაა.

ამასთან, ქვეყნის მეთაურმა მესამე პრეზიდენტს ბრალი სიმულანტობაში დასდო და თქვა, რომ ის კარგი მსახიობია. 

 

მსგავსი სიახლეები