"მდგომარეობა გაუარესებულია" - ომბუდსმენის აპარატის ექიმების კონსილიუმმა "ვივა-მედი" დატოვა

19.02.23 16:00
"მდგომარეობა გაუარესებულია"  - ომბუდსმენის აპარატის ექიმების კონსილიუმმა "ვივა-მედი" დატოვა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, - ასე შეაფასა მესამე რპეზიდენტის მდგომარეობა "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, უფრო ზუსტ სამედიცინო შეფასებას ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმები კლინიკიდან დოკუმენტების გამოთხვნოს შემდეგ გააკეთებენ. 

 ერთი შეხედვით, ბუნებრივია, მისი მდგომარეობა გაუარესებულია. ექიმები უშუალოდ სამედიცინო საკითხებს დააკვირდებიან. ჩვენ ასევე, გამოვითხოვთ სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტებს და იმის მიხედვით გვექნება შრული შეფასება, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა სამედიცინო კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მისი თხოვნის საფუძველზე მოინახულა. 

მსგავსი სიახლეები