"მდგომარეობა გაუარესებულია" - სააკაშვილი დღეს ომბუდსმენის კონსილიუმმა მოინახულა
მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობა მედიკოსებმა დღეს კიდევ ერთხელ ცხადყვეს. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა პირდაპირ თქვეს, რომ სააკაშვილი ვერრ იკვებება. მათი თქმით, პრობლემა საკვები არაა, პაციენტი ანორექსიის დიაგნოზით მიიღოს აუცილებელი კალორაჟის მიღებას ვერ ახერხებს.
მედიკოსებმა ასევე, პირდაპირ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მათი თქმით, სააკაშილი წონაში საგრძნობლად დაკლებულია და კუნთების მასაც, პრაქტიკულად, აღარ აქვს.
სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ექიმები რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
უფრო ვრცლად რა თქვა კონსილიუმმა ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.