"სამარცხვინო და მოღალატეობრივი განცხადებები" - პრემიერი ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში
უსაფრთხოების კონფერენციაზე მიუნჰენში ჩასულმა საქართველოს პრემიერმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე არ ისაუბრა. იმ ფონზე, როცა მსოფლიო ლიდერები უკრაინის დახმარებაზე, გამარჯვებაზე ლაპარაკობდნენ, ივანიშვილის მემკვიდრე დასავლურ სამყაროს პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებდა.
ღარიბაშვილის გამოსვლა ოპოზიციამ ღალატი უწოდა და პუტინის უნიჭო კომენტატორებს შეადარა.
საქართველოს პრემიერს სალაპარაკოდ მხოლოდ სამი წუთი მისცეს, დაუსვეს ორი კითხვა - აქედან ერთი მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.
ღარიბაშვილმა სააკაშვილი ჯერ კარგ მსახიობად, შემდეგ სერიულ მკვლელად გამოაცხადა. უცხოელ პარტნიორებს პრემიერი არწმუნებდა, რომ ივანიშვილის პირადი მძევლის უფლებებს ხელისუფლება კერძო კლინიკაში მაქსიმალურად იცავს.
კიდევ რა შეფასებები მოჰყვა პრემიერის განცხადებებს, ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.