რატომ მივიდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე

20.02.23 09:45
რატომ მივიდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე

რატომ იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე - ვიქტორ ყიფიანის მტკიცებით, საუბარი ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ან მისი დასანქცირების საკითხს არ შეხებია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის შავ სიაში შეყვანის საფუძველს ევროპარლამენტის რეზოლუციები არ იძლევა.

დასანქცირებაზე ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციებთან მიმართებაში. ვსაუბრობთ და გვისაუბრია და გვითქვამს, რომ არანაირი არგუმენტირებული საფუძველი, იურიდიული ფაქტოლოგიით გამყარებული ჩვენ ჯერჯერობით არ გვიხილავს და არც ევროპარლამენტის რეზოლუციები იძლევა ამის საფუძველს. თუ თქვენ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, მე ვფიქრობ, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა როგორც იუმორისტული ჩანართი ამ ინტერვიუს ფარგლებში. სენატორების ასეთ საკითხებზე შეკითხვები ჩემდამი ვერ და არ ექნებოდათ, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ ამ თემებს არ შევხებივართ", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

მსგავსი სიახლეები