"გადავარჩინოთ მიშა" - აქცია თბილისსა და ბათუმშიც გაიმართება
"გადავარჩინოთ მიშა" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას დღესაც გამართავს.
საპროტესტო აქცია თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 15:00 საათზე, დაიწყება. იგივე დროს, გამოსვლები დაიწყება ბათუმშიც.
მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბებით სამ საათზე და ასევე ბათუმში, თავისუფლების კვარტალში. იქნებიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმოდგენილი. იცით, რომ ეს არის მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებული აქცია და თანაორგანიზატორები ვართ მათ შორის ჩვენც. იქნებიან გამომსვლელები და იქნებიან არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენელბიც და რაც მთავარია, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ვისაც არ სურს, პუტინის საამებლად და დავალების შრსასრულებლად მიხეილ სააკაშვილი მოკლან ციხეში და ამით სამუდამოდ არ დაკარგოს ჩვენმა ქვეყნამ ევროპული მომავლის პერსპექტივა"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ "ტვ პირველთან".
ბათუმში, თავისუფლების კვარტალში მისვლას გეგმავს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის რეგიონელური ლიდერი გიორგი კირტაძე.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია.
ძალიან მნიშვნელოვაია, მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქის მსგავსად აქცია 15:00-ზე იმართება ბათუმში თავისუფლების კვარტალში და მინდა, ყველას ვთხოვო, შემოუერთდეს ამ აქციას. მიხელ სააკაშვილის სიცოცხლე ყველასთვის მნიშვნელოვანია და პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, კარგად გვესმოდეს ეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს"- აცხადებს კირთაძე.
მიედატ ქამადაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამიტომ პოლიტიკოსი მხარდამჭერებს ერას მოედანზე ელოდება:
ნიბისმიერი ადამიანისთვის ვინც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყენისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, აქციაზე მობრძანება იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ გაცხადებული პოზიცია გვქონდა და ვრჩებით ამ პოზიციის ერთგული, რომ ვიქნებით ნიბისმიერ აქციაზე, სადაც იქნება მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მნიზნით. სწორედ მსგავსი მოთხოვნის აქცია იმართება საქართველოშიც და მსოფლის სხვადასხვა ქცეყანაშიც"- აღნიშნა ქამადაძემ.
საპროტესტო მუხტს უერთდდებიან სტუდენტები. ახალგაზრდების თქმით, მიხეილ სააკაშვილი "რუსეთის მოხელე ქართული ოცნების" ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეს:
რამდენიმე დღის წინ ხელახლა გაიღვიძა იმ საპროტესტო ტალღამ, რომელსაც ველოდით დიდი ხნის განმავლობაში როგორც სტუდენტები, ისე არაერთი მოქალაქე. გაიღვიძა რამდენიმე დიდმა ქალაქმა და რეგიონმა. ეს ყველაფერი მხოლოდ თბილისში არ ყოფილა. ჩვენი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის მოხელე ,,ქართული ოცნების" ტყვეობისგან. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ მსგავსი პერმანენტული აქციებით მივალთ იმ დღემდე, რომელიც იქნება ტრიუმფი და დაგვირგვინება იმ მოთხოვნების, რომლებისთვისაც ვიბრძვით. ასე რომ, ახლა არ არის გაჩერების დრო"- აბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
აქციები ჩატარდება მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში, ათენში, დუბლინში, ვარშავაში, კიევში და ა.შ.