მთავრობა მზად არის, უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, ოღონდ სააკაშვილი არ სამკურნალოდ არ გადაიყვანონ - ფეიგინი
"საქართველოს მთავრობას იმდენად არ უნდა, მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება, რომ მზადა, უარი თქვას ევროინტეგრაციაზე" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორმა, მარკ ფეიგინმა ისაუბრა.
რუსი უფლებადამცველი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" შესაძლოა, სააკაშვილის საკითხს დამოუკიდებლად ვერც კი წყვეტს"
"საქართველოს მთავრობამ პარტნიორებს არ მოუსმინა. არც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც შეეძლო საჭირო ნაბიჯები გადაედგა. დღეს არსებული ვითარება ან საქართველოს მთავრობის სიჯიუტის, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგია. შესაძლებელია "ქართული ოცნების" მთავრობა იმდენად დამოუკიდებელი არ არის, რომ მსგავსი საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. როგორც ვხედავთ, მთავრობა მზად არის უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, ოღონდ სააკაშვილი არ სამკურნალოდ არ გადაიყვანონ", - განაცხადა ფეიგინმა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიების ორგანიზატორი სწორედ ფეიგინია.