პრეზიდენტის მოსალოდნელი ვეტო - ზურაბიშვილი პრემიერს ხვდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. სავარაუდოა, რომ ღარიბაშვილმა პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ კოდექსზე ვეტოს დადების საკითხი განიხილოს, რადგან „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონზე ვეტოს დადების წინააღმდეგია.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და "ქართული ოცნების" ლიდერებთან მამუკა მდინარაძესთან და მიხეილ სარჯველაძესთან.